უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება,

მისივე თქმით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ.როგორც მან განმარტა, სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ. 10-12 დღის განმავლობაში ვირუსი ორგანიზმიდან გადის და ადამიანი ჯანმრთელდება.

„მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google