თელავი-ყვარელის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
თელავი - ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.  ავარიის შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


| Print |
FaceBook Twitter Google