სასწავლო პროცესის სრულად გაჩერება დღეს-დღეობით დღის წესრიგში არ დგას - ნათია მეზვრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატებისა, მთავრობა სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ გეგმავს. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები განხორციელდება.
„სასწავლო პროცესის სრულად გაჩერება დღეს-დღეობით დღის წესრიგში არ დგას. იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება წერტილოვნად, ბუნებრივია, შეზღუდვები შემოღებული იქნება, თუმცა მაქსიმუმს აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ რეალურად უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა წესი სასწავლო დაწესებულებებში იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევებისგან 100%-ით დაზღვეული არავინ არ არის. იქ, სადაც ასეთი ფაქტები იქნება კონკრეტული სკოლა იქნება თუ კონკრეტული სასწავლო დაწესებულება, ბუნებრივია, რეაგირებას მოვახდენთ, თუმცა ჯერჯერობით სასწავლო პროცესის მთლიანად გაჩერებაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google