კახეთში კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1595 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, აქ covid 19 კიდევ 17 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

-"თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0,"- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს.


| Print |
FaceBook Twitter Google