სოფელ კაბალში "სპარი" დაიხურა - თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდებარე მაღაზია "სპარში" მომუშავე ახალგაზრდა ბიჭს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მაღაზიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

-"მაღაზიაში ბევრი ადამიანი შედის და შესაბამისად, საიდან დაინფიცირდა, ამის დადგენა რთულია. სიცხე და ხველა ჰქონდა, ამიტომაც მოვიდა ჩვენამდე. ამ დროისთვის სახლშია, ონლაინ მკურნალობს, ოჯახის ექიმი უკავშირდება. გუშინ საღამოს მოვიდა პასუხი და დღეს უკვე გამოვკვეთეთ მისი კონტაქტები, ისინი თვითიზოლაციაში არიან. როგორც კი პატარა სიმპტომი გამოუვლინდებათ, მაშინვე ავიღებთ ტესტს,"- განუცხადა speqtri.ge-ს ლაგოდეხის საზოგადეობრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელძღვანელმა ნუნუ ნოზაძემ.

ცნობისთვის, დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევა გამოვლინდა. 


| Print |
FaceBook Twitter Google