არჩევნებში კოვიდინფიცირებული პაციენტებიც მიიღებენ მონაწილეობას
არჩევნებში კოვიდინფიცირებული პაციენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ შესაძლებლობას აძლევს მათ, ვინც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია ან კარანტინში იმყოფება.

#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მადონა ჯავახიშვილის განცხადებით, მსურველებს საშუალება აქვთ ცესკოს ცხელ ხაზზე დარეკონ და თავიანთი სურვილი დააფიქსირონ.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება რომ ყველა ამომრჩეველს, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია და ან ამ ინფექციის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება მიეცეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების საშუალება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 11 საათის ჩათვლით, დაუკავშირდნენ ცესკოს ცხელ ხაზს, მიაწოდონ ინფორმაცია რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით . ამისთვის გაიხსნა #52 დამატებითი უბანი სადაც იმუშავებს ე.წ. სპეცჯგუფი . კომისიის წევრებს ექნებათ სპეცსია და გადასატანი ყუთი , რომლის საშუალებითაც კოვიდინფიცირებულები თავის ნებას დააფიქსირებენ. არჩევნების დღეს გადასატანი ჯგუფის წევრები შესაბამისად იქნებიან ეკიპირებულები. “

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google