სოფელ ყარაჯალაში რესტორნის მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ- ერთმა რესტორმა მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ობიექტის მეპატრონის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
პერსონალი და დაინფიცირებულის ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ვირუსი დაუდასტურდა აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაშოვარში მცხოვრებ კაცს, რომელიც არსებული კლასტერის კონტაქტია. მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. ორივე დაინფიცირებული მკურნალობის კურსს სახლში გადის.


| Print |
FaceBook Twitter Google