გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ- ბერდია სიჭინავა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 32 127-ს .
როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში - 9 ადამიანი, აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.“- განაცხადა მან.


მისივე თქმით, დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი 712 ახალი შემთხვევა, აჭარა - 545, იმერეთი - 305, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 56, გურია - 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირია. 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეშია 3 757 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google