თელავში წყლის პრობლემა 2024 წლისთვის მოგვარდება - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სასმელი წყლით და საირიგაციო სისტემით უზრუნველყოფაა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გადაიჭრება.

მისი თქმით, ეს პრობლემა საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, თელა ვშიც მოგვარდება.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობას და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყველგან - წალენჯიხაში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ყველგან. როდესაც ვამბობთ, რომ დავხარჯავთ 20 მილიარდ ლარს. თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებს და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე, ოჯახამდე, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.




| Print |
FaceBook Twitter Google