გურჯაანის N1 საბავშვო ბაღში კორონავირუსის გამო ერთი ჯგუფი დაიკეტა
გურჯაანის ნომერ პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის ერთ-ერთ აღმზრდელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.
„აღმზრდელს გასულ ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი. მანამდე ჰქონდა სიმპტომები და ამიტომ ბაღში აღარ დადიოდა. მიუხედავად ამისა, მთლიან ბაღს ჩაუტარდა დეზინფექცია, ხოლო ჯგუფი, რომელშიც ის მუშაობდა, ორშაბათიდან დაიკეტა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ამავე ჯგუფის თანაშემწე და გახანგრძლივებულის პედაგოგიც. ბაღს დაკეტვა არ ემუქრება, რადგან ჯგუფები ინდივიდუალურია და ერთმანეთთან შეხება არ აქვთ.“

მისივე თქმით, ჯგუფი ამ კვირაში დაკეტილი იქნება, შემდეგ კი გაივლიან რეკომენდაციას ჯანდაცვის სამსახურთან და ამის შესაბამისად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით კახეთში კორონავირუსის 45 შემთხვევა ფიქსირდება. 

| Print |
FaceBook Twitter Google