კოვიდ 19 გურჯაანში სათნოების სახლის რვა თანამშრომელს დაუდასტურდა
გურჯაანის სათნოების სახლის რვა თანამშრომლის ტესტი კორონავირუსზე დადებითია. ამის გამო, სათნოების სახლში ბენეფიციარების მიღება შეწყდა. დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის განმარტებით, ისინი ერთჯერად პაკეტებს სახლში მიიღებენ.

„კორონავირუსი რვა თანამშრომელს დაუდასტურდა და მთლიანი სამსახური თვითიზოლაციაშია გადასული. ამ დროის მანძილზე ბენეფიციარების გამოკვებას ვერ შევძლებდით, ამიტომ გავამზადეთ ერთჯერადი პაკეტები, რომელშიც შედის: მაკარონი, ქათამი, ზეთი და ა.შ. დავიწყეთ უკვე დარიგება და ყველა ბენეფიციარი მიიღებს.“

მისივე თქმით, დაწესებულება კიდევ ერთი კვირის მანძილზე იქნება დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით კახეთში კორონავირუსის 45 შემთხვევა ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google