სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე  გადავიდნენ, -  ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათს და სამშაბათს, არჩევნების შემდეგ, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, შემდეგი კვირის ოთხშაბათს უკვე სწავლა განახლდება.“

მიხეილ ჩხენკელის თქმით, აჭარის გარდა საქართველოს მასშტაბით, ასეთი 1419 სკოლაა, რომელებიც უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე.
| Print |
FaceBook Twitter Google