გურჯაანის საოლქოს დაინფიცირებულ წევრსა და თანამშრომელს სამსახურში კონტაქტი არავისთან ჰქონიათ - მაია ჩუთლაშვილი
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობას აგრძელებს.  კომისიის დაინფიცირებულ წევრსა და დროებით თანამშრომელს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ბოლო პერიოდში სამსახურში არ უვლიათ.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა განუცხადა.

-"თვითიზოლაციაში არ ვართ, რადგან ბოლო დღეები ჩვენთან კონტაქი არც ერთს ჰქონია და არც მეორეს. კომისიის წევრის ჩანაცვლება უკვე მოხდა. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ყველას ჩაგვიტარდა ტესტირება და კიდევ ჩატარდება გარკვეული ინტერვალით,"- აღნიშნა მაია ჩუთლაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლაგოდეხში კორონავირუსით, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა.









| Print |
FaceBook Twitter Google