ნოემბრიდან მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ დავალიანებას დაუფარავს
პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში მთავრობა თითოეულ მოქალაქეს კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა დააანონსა, რაც ბიზნესისა და ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„ ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია და 200 კბ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოქალაქეებს მხარში დაუდგეს“,– განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google