კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 45 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა.

უწყების ინფორმაციიტ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 45 028 250 შემთხვევა გამოვლინდა, 1 181 075 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 301 655 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 945 891 შემთხვევაა გამოვლენილი და 228 668 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google