კარდენახის უბნიდან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გააძევეს
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გურამ ხატიაშვილი გააძევეს #9 საარჩევნო ოლქის სოფელ კარდენახის #31 საარჩევნო უბნიდან.
-"ბიულეტენს ისე ხევენ რეგისტრატორები 2 ნომერი ყუაზე რჩება. ამომრჩეველს საშუალება აღარ აქვს შევიდეს კაბინაში და სურვილის შემთხვევაში ორიანი შემოხაზოს. ეს დავაფიქსირე რამდენჯერმე და მითხრეს, როდემდე უნდა ილაპარაკოო, საჩივარი დამიწერეს და კომისიის თავმჯდოამრემ უბნიდან გამომიშვა," - განუცხადა speqtri.ge-ს გურამ ხატიაშვილმა. 



| Print |
FaceBook Twitter Google