ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის
განცხადებით, 20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩევლის
56,11%-მა მიიღო მონაწილეობა.
"ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე, წინასწარი
მონაცემებით, 20:00 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970
540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია.
ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში, სადაც აქტივობამ შეადგინა 63.8%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა
ისევ ქვემო ქართლის რეგიონშია - 51%", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა
საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც ამომრჩევლები რიგში იყვნენ,
მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები