გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება. მან ამის შესახებ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას.“-ნათქვამია განცხადებაში. 

| Print |
FaceBook Twitter Google