31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გარდა თელავში საკრებულოს
შუალედური არჩევნებიც გაიმართა. დეპუტატს კისისხევის 2 და ნასამხრალის
1 უბნის ამომრჩევლები ირჩევდნენ.
სამივე უბნისშედეგები უკვე დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, ხმების
45.31%, ანუ 677 ხმა მიიღო მმართველი გუნდის კანდიდატმა, გიორგი
მეტრეველმა, ხოლო 38.15%, ჯამში 570 ხმა მოაგროვა ნაციონალური
მოძრაობის კანდიდატმა, ნანა ხეჩოშვილმა.
თელავის გარდა
საკრებულოს შუალედური არჩევნები კიდევ სამ
მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ასევე 5 მუნიციპალიტეტში
გაიმართა მერის არჩევნები.
მასალის გამოყენების პირობები