დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, კონექტიკუტის, ნიუ-იორკის და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე კი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში მკაცრად იქნება დაცული სანიტარული ნორმები. ამომრჩევლები ვალდებულნი არიან პირბადით გამოცხადდნენ და სოციალური დისტანცირება დაიცვან.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგებში 8%-ით უსწრებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

| Print |
FaceBook Twitter Google