კახეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 623-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულდა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა.
ვირუსი დაუდასტურდა თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელს, კორონავირუსი გამოუვლინდა, 37 კვირის ორსულს, რომელიც სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდა და სოფელ წინანდლის ერთ პედაგოგს, რომელიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

COVID-19 აღმოაჩნდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის 2 და ენერგოდისტრიბუციის 2 თანამშრომელს, საბავშვო ბაღის პედაგოგს,
“თიბის ბანკის თანამშრომელს, ვირუსი დაუდასტურდა კრიმინალური პოლიციის ექსპერტსაც.

სიღნაღში დაინფიცირებულია 1 სკოლის პედაგოგი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ჯუგაანის სოფლის რწმუნებული. 

საგარეჯოში ვირუსი აღმოაჩნდა შემოსავლების სამსახურის კლასტერის კონტაქტს და თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელს, გრძელდება ეპიდკვლევა

COVID-19-ის მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -199, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 141, სიღნაღი -54, ყვარელი -82, ლაგოდეხი - 60, ახმეტა -36, ხოლო საგარეჯო -26 მოქალაქე.



| Print |
FaceBook Twitter Google