რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები, მათი სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google