ავარიას ვაზისუბანში არასრულწლოვანი ემსხვერპლა
გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის სოფელ ვაზისუბანში  მომხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას არას­რულ­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა, რომელიც მოპედს მართავდა. შემთხვევის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა 9 წლის მგზავრი. მათ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

14 წლის სა­ლო­მე მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე დაიღუპა, მისი და კი, თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.
| Print |
FaceBook Twitter Google