წვიმა და ელჭექი- როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღე და ხვალ  საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი.  მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google