კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 48 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 48 008 175 შემთხვევა გამოვლინდა, 1 224 415 ადამიანი გარდაიცვალა, 31 832 864 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა ინდოეთი (8 313 876), მესამეზე კი ბრაზილია (5 590 025).

| Print |
FaceBook Twitter Google