COVID-სასტუმროებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს 3 გამოკვლევა ჩაუტარდებათ
პირებს, რომლებიც COVID-სასტუმროებში იმყოფებიან ან ბინაზე გადიან მკურნალობას, სამი სავალდებულო გამოკვლევა - D დიმერი, სისხლის საერთო ანალიზი და სატურაცია ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება; და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები არიან განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები. შეიძლება, ის ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია და თავისუფლად სუნთქავდეს. ეს კოვიდს ახასიათებს, მაგრამ, შეიძლება, სისხლში ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ იყოს. ასეთი პაციენტები არიან მთავარი რისკჯგუფი დამძიმებისა და სიკვდილობის. ასეთ პაციენტებს ბინიდან სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანენ", - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google