თავისუფალია 250-მდე საწოლი - ამირან გამყრელიძე
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთათვის ამ დროისათვის 250 საწოლია თავისუფალი, ხოლო 4 500 დაკავებულია.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ ქვეყანაში 17 000 საწოლია, აქედან კორონავირუსისთვის 8 000–ია განსაზღვრული.
„იცით, რომ ქვეყანაში გვაქვს 17000 საწოლი, საიდანაც შეიძლება მობილიზაცია გაკეთდეს 12 000-ის, მაგრამ ამ 12 000 ში ასევე უნდა შევიდეს ის საწოლები, რომლებიც ჩვეულებრივად იგივე ტრამვებისთვის, იგივე სხვადასხვა დაავადებებისთვის ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ და კოვიდზე შეიძლება პოტენციურად ქვეყანაში გამოყენებული იყოს 8 000 საწოლი“-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google