თრომბოემბოლიის რისკი რომ შევამციროთ, პირველ რიგში ბევრი სითხე უნდა მივიღოთ- პაატა იმნაძე
კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა რისკფაქტორები აქვთ ამ ადამიანებს და მათი ჯანმრთელობისთვის, რა შეიძლება იყოს პრობლემა.- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, რომლებიც მსუბუქი მიმდინარეობით სახლში მკურნალობენ, თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად, დიდი რაოდენობით წყლის მიღებას, ფიზიკურ აქტივობასა და ასევე, ლიმონის მიღებას ურჩევს.
„იმისთვის, რომ თრომბოემბოლიის რისკი შევამციროთ, პირველ რიგში ეს არის ბევრი სითხის მიღება, წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებლია მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google