გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google