კახეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კახეთში covid-19-ით ორი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის ოფისის ინფორმაციით, რეგიონში სულ 8 ადამიანია გარდაცვლილი, თელავში -2, გურჯაანში-2, ყვარელში-1, საგარეჯოში-1, სიღნაღში-1 და ლაგოდეხში-1.


| Print |
FaceBook Twitter Google