გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 ნოემბერს საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 11-13 ნოემბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის
ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიწევს.
მასალის გამოყენების პირობები