კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 51 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 51 248 841 შემთხვევა გამოვლინდა, 1 268 452 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 33 459 967 გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10 180 798 შემთხვევაა გამოვლენილი და 239 002 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google