სოფელ ახაშენში 39 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი საცხოვრებელ სახლში
ნათესავმა ნახა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა.

გარეგნული დათვალიერებით, გარდაცვლილს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google