საქართველოში კორონავირუსის 69 681 დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღირად სამი ათასამდე გაიზარდა.

ინფექციონისტების თქმით, დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გაუწიოს დახმარება ინფიცირებულ ადამიანებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი დღიური მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს, დაავადების მართვა რთული გახდება.

სულ საქართველოში კორონავირუსის 69 681 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 169. გარდაცვლილია 599. კარანტინის რეჟიმშია 2506. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის ოთხი ათას 918. კოვიდსასტუმროებში 3311 პაციენტი მკურნალობს.

| Print |
FaceBook Twitter Google