ქვეყანაში COVID 19-ის მართვისთვის 5 700 საწოლია მობილიზებული
ქვეყანაში COVID 19-ის მართვისთვის 5 700 საწოლია მობილიზებული, ხოლო ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.  სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში სრული "ლოკდაუნი" ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა აღინიშნა, რომ ნაწილობრივი "ლოკდაუნი" უკვე არსებობს, რომელიც ეპიდვითარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google