თელავის სასამართლოში შმაგი მუთოშვილის პროცესი გადაიდო
თელავის რაიონულ სასამართლოში შმაგი მუთოშვილის წინა სასამართლო სხდომა გადაიდო. როგორც ადვოკატი ამბობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პატიმრის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო. სასამართლო სხდომის გადადებას უკმაყოფილება მოჰყვა შმაგი მუთოშვილის ახლობლების მხრიდან. მათი თქმით, პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება, რათა მუთოშვილი დიდხანს იყოს პატიმრობაში.
,, ჯერ თავს ვიკავებ და არ ვასახელებ იმ ადამიანებს, ვინ დაგვპირდნენ ჩემი შვილის გათავისუფლებას.  საარჩევნოდ, ხმებისთვის ვიმუშავეთ და იმიტომ გაიმარჯვეს. თუ არ გამოუშვებენ, მერე გვარებით და სახელებით. ყველას ჩამოვთვლი, ვინც ამ დაპირებას გვაძლევდა"- განაცხადა ქავთარაშვილის დედამ თამარ მუთოშვილმა

ცნობისთვის, შმაგი მუთოშვილი 2019 წელს პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. მას ბრალი წარდგენილი აქვს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსწინააღმდეგო შეძენა ,შენახვის, ტარებისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. შმაგი მუთოშვილის
წინა სასამართლო სხდომა 16 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google