როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-16 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი. ტემპერატურა +9, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს აქ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება.  თბილისში 13-14 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 15-16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google