გურჯაანში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
დღეს ქალაქ გურჯაანში, კორონავირუსით 88 წლის ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.  ფატქს ადასტურებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში. ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები უკვე გაატარეს

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |
FaceBook Twitter Google