პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება, მათ შორის კახეთშიც.

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ, გიორგი ბოტკოველსა და ქართული ოცნების კანდიდატ, ირაკლი ქადაგიშვილს შორის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47,26% მიიღო, ხოლო გიორგი ბოტკოველმა - 40,43%.
| Print |
FaceBook Twitter Google