კახეთში წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს კახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში. დღისით ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში,დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. სიღნაღში +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /