გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. უწყების ინფორმაციით,
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში
17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია
ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს.
ბარშიც 19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში
შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13,
+14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია
ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3,
+5 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები