თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღის ბოლომდე შეუძლიათ
პარლამენტის მეორე ტურში მონაწილეობისათვის იმ ამომრჩევლებს, რომლებიც თითიზოლაციაში იმყოფებიან , გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
ამისათვის მათ ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ. ამ დროისთვის, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია 81 სპეციალური უბანი.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google