კოვიდით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ინსულტსა და სიმსივნეებს გადაუსწრო - ამირან გამყრელიძე
ევროპაში კოვიდით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ინსულტით გარდაცვალების მაჩვენებელს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 55 მილიონს მიუახლოვდა და იმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„ევროპაში უკვე კოვიდით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ერთ კვირაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, გულის იშემიური დაავადების შემდეგ. ანუ თუ მანამდე იყო მესამეზე, ახლა გადაუსწრო ინსულტს, გადაასწრო სიმსივნეებს, კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზრდა ევროპაში სერიოზულია, როგორც ინფიცირების, ამავდროულად გარდაცვალების“, –

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 3 157 პირი, ხოლო გარდაიცვლა 30 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google