პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. სასაზღვრო ავიაციამ
განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის
ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე,
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და
მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან
ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.

ცნობისთვის, რთული გეოგრაფიული და
მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის სოფლები 6 თვის განმავლობაში
დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

| Print |
FaceBook Twitter Google