კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, 1 202 თბილისში დაფიქსირდა.

„დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61,სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში -65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-ს შეადგენს. გარდაიცვალა 778 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google