თელავში ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა
ქალაქ თელავში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და ხანძარო - სამაშველო ბრიგადები. დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google