ზამთრის კურორტების საკითხზე ვმუშაობთ - ნათია თურნავა
ქვეყანაში მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი პოზიცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მართოს ეპიდემია და ამავდროულად ნაკლებად დაზარალდეს ეკონომიკა და ბიზნესი. „პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ ეკონომიკა და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. წერტილოვანი შეზღუდვები იქნება და თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ.ზამთრის კურორტი, ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვა დღის წესრიგში დგას. “- აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google