გურჯაანში ონლაინსწავლებაზე კიდევ სამი სკოლა გადავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, ამის გამო საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მომავალი კვირიდან ონლაინ სწავლებაზე კიდევ სამი სკოლა გადავა.

„კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ექვს საჯარო სკოლაში სწავლა მიმდინარეობს სრული ელექტრონული მოდელით. რაც შეეხება სამ საჯარო სკოლას: კალაურის, კარდენახის და ველისციხის, მშობელთა მომართვიანობის საფუძველზე და სოფელში შექმნილი კოვიდსიტუაციის გამო, ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა განათლების სამინისტროში, რომ ეს სკოლები ორკვირიანი ვადით სრულ ელექტრონულ მოდელზე გადავიდნენ.მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები 4 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ.“

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე გადასულები არიან: გურჯაანის მეორე, მესამე, მეოთხე , ვეჯინისა და ჩუმლაყის საჯარო სკოლები.

| Print |
FaceBook Twitter Google