21-22 ნოემბერს გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება
21 – 22 ნოემბერს ქვეყანაში 22 :00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება. მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
ცნობისთვის,  ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, 2020 წლის 9 ნოემბერიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.


| Print |
FaceBook Twitter Google