ახმეტაში კორონავირუსით 80 წლის კაცი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 80 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო და თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მოხუცს თანხმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილს არსებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით დაკრძალავენ.

ბოლო რამდენიმე კვირაში კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების ეს მე- 17 შემთხვევაა.
| Print |
FaceBook Twitter Google